ცხობისთვის საჭირო ყველა ნივთი VELI.store-ზე ონლაინ შეგიძლია აღმოაჩინო. თუ საქმე ცხობას ეხება მიქსერები, საკონდიტრო ჯამები თუ საცხობი ფორმები აუცილებელია. VELI.store-ის ციფრულ თაროებზე ერთიანად შეძლებ მრავალფეროვანი არჩევანიდან შეიძინო ცხობისთვის საჭირო შენთვის სასურველი ნივთები. შენაძენი კი თბილისის ნებისმიერ მისამართზე 3 საათში, უფასო მიწოდებით იქნება.
შეარჩიე საცხობი ფორმები VELI.store-ზე
ველიზე სხვადასხვა მასალისა და ტიპის საცხობ ფორმებს აღმოაჩენ. ველიზე შეხვდები Patisse, მაფინის საცხობი ფორმას, რომელიც ალუმინის მოქნილი და გამძლე მასალისგან არის დამზადებული და 12 მაფინის, კექსისა თუ სხვა ტკბილეულის ერთდროულად გამოცხობის საშუალებას მოგცემს. ზედაპირი არ იკრავს, რაც ცომეულის დაზიანების გარეშე ფორმიდან ამოღებას ამარტივებს.
თუ შედარებით დიდი ზომის კექსის გამოცხობას გადაწყვეტ, Tescoma, საცხობი ფორმა გამოგადგება. საცხობი ფორმა სილიკონისგანაა დამზადებული, უძლებს მაღალ ტემპერატურას და აცხობს თანაბრად. ფორმის დახვეწილი დიზაინიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ისეთი დესერტებისთვისაც შეგიძლია, რომელსაც ცხობა არ სჭირდება.
კლასიკური ვარიანტია ასევე Eva Solo, საცხობი ფორმა, მარტივი დიზაინით. საცხობი ფორმა კერამიკისა და ალუმინისგანაა დამზადებული. ფორმას მომრგავლებული კუთხეები აქვს, რაც მოსახერხებელს ხდის მის გამოყენებას. კერამიკული საფარი შიგნიდან უზრუნველყოფს, რომ პური ან ნამცხვარი საცხობი ფორმიდან შეუფერხებლად ამოიღო. ცხობის გარდა პროდუქტი ასევე იდეალურია სერვირებისთვისაც.
აღმოაჩინე მიქსერების ფართო არჩევანი
ცხობის პროცესი წარმოუდგენელია მიქსერის გარეშე. ველიზე სტაციონარულთან ერთად, ხელის მიქსერებიც შეგიძლია აღმოაჩინო.
კარგი ვარიანტია Midea HM0293 Hand Mixer Black უჟანგავი ფოლადის თავაკებით. მიქსერს აქვს მულტიფუნქციური გამოყენება და მაღალი სიმძლავრე, რაც იდეალურს ხდის ცომთან ერთად, ნებისმიერი ტიპის კრემის, სმუზის, შეიკის, პიურესა თუ სასმლის მოსამზადებლად.
თუკი უპირატესობას სტაციონარულ მიქსერს ანიჭებ, Panasonic MK-GB1WTQ Stand Mixer White/Silver გამოგადგება. მიქსერს სიჩქარის 5 რეჟიმი აქვს, მუშაობს მაქსიმალურად უხმაუროდ და იოლია გასაწმენდად.
სტაციონარული მიქსერების კატეგორიას მიეკუთვნება სამზარეულოს კომბაინი ETA 204390020 Storio Food Processor Red, რომელიც მულტიფუნქციურია და მიქსერთან ერთად, ხორცსაკეპისა და ბლენდერის ფუნქციასაც ასრულებს. კომბაინი უმაღლესი ხარისხის მეტალისგან არის დამზადებული, რაც მის გამძლეობას უზრუნველყოფს.
მიქსერებთან და საცხობ ფორმებთან ერთად, ველიზე საკონდიტრო აქსესუარები, ჯამები და საცხობი ქაღალდებიც შეგიძლია აღმოაჩინო. შენ მიერ შერჩეულ პროდუქტებს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით მიიღებ.