სააღდგომო კერძების მოსამზადებლად დამხმარე აქსესუარების აღმოჩენას VELI.store-ზე შეძლებ. აქ შეგხვდება ტაფები & ქვაბები, დანები თუ სხვადასხვა აქსესუარები, რომლებიც პასკის გამოცხობასა თუ კვერცხის შეღებვის პროცესში აუცილებლად დაგეხმარება. შეარჩიე შენთვის მოსახერხებელი პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად ველიზე, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში.
შეარჩიე ქვაბები სააღდგომო კერძების მოსამზადებლად
აღდგომა საქართველოში ტრადიციულად კერძებთან ერთად, პირველ რიგში, წითლად შეღებილ კვერცხებთან არის დაკავშირებული. კვერცხის შეღებვის სხვადასხვა ხერხის არსებობს, მათ შორის, ენდროთი, ხახვით თუ საღებავით. ამ პროცესისთვის რეკომენდებულია უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ჭურჭელი. მაგალითად, VELI.store-ზე მსგავსი ტიპის Karaca, ქვაბების ნაკრები დაგხვდება. 4 და 6 ლიტრის მოცულობის ქვაბები საშუალებას იძლევა კვერცხს ხარშვისას დიდი სივრცე ჰქონდეს და მარტივადაც არ გატყდეს. სქელძირიანი ზედაპირი კი სითბოს თანაბარ გადანაწილებას უწყობს ხელს. უჟანგავი ფოლადი არ რეაგირებს საღებავზე და მავნე ნივთიერებებსაც არ გამოყოფს.
სააღდგომო სუფრის განუყოფელი კერძის, ჩაქაფულის მომზადებას, თანაბარი ტემპერატურა და ნელი ხარშვა სჭირდება. ამ პროცესისთვის მოსახერხებელი ვარიანტია Berllong, თუჯის ქვაბი, რადგან ზოგადად, თუჯი საუკეთესო მასალაა ჩაქაფულის მზადებისთვის. Berllong-ის ეს ქვაბი ნელ-ნელა და თანაბრად ხურდება, ინახავს სითბოს, რაც არბილებს ხორცს. მჭიდროდ მორგებადი თავსახურით კი მარტივდება ხარშვის პროცესი. ხორცის დამუშავებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია Tramontina, ხორცის დანა, რომელსაც უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბასრი ზედაპირი აქვს და მდგრადია ტემპერატურის მიმართ. ხორცის დასაჭრელად კი OXO დაფების ნაკრები შეგიძლია გამოიყენო.
აქსესუარები პასკის მოსამზადებლად
პასკის სხვადასხვა რეცეპტი არსებობს, მაგრამ არის დეტალები, რომლებიც მისი მომზადებისას არ იცვლება. ასეთი ელემენტია პასკის საცხობი ფორმა. ეს ნივთი სწორი ფორმას, სითბოს თანაბარ გადანაწილებას და პასკის ტრადიციული სიმაღლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. პასკის საცხობი ქაღალდი მნიშვნელოვანი ატრიბუტია, თუმცა ველიზე ასევე აღმოაჩენ როგორც ალუმინის, ასევე მინის ჭურჭელს, რომელიც ამ სააღდგომო კერძის სხვადასხვა ვარიაციით მომზადებაში დაგეხმარება.
დამატებითი აქსესუარების სახით ველიზე შეგხვდება OXO, კვერცხის გამყოფი, რომელიც პასკის ცომის მომზადებისას კვერცხის გულისა და ცილის განცალკევებას განაპირობებს. პროდუქტი იცავს ნაჭუჭს თასში ჩავარდნისგან. კონდიტერია ზუსტ პროპორციებს მოითხოვს, ამიტომ ცხობისას Joseph Joseph, საზომი ჭურჭელი გამოიყენე.
შეარჩიე ველიზე სააღდგომო დეკორაციები თუ სუფრის სერვირების ნივთები და გადააქციე აღდგომა 2025 წელს კიდევ უფრო მრავალფეროვან დღესასწაულად. შეუკვეთე ონლაინ და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.