საახალწლო საჩუქრების შერჩევისას, სასურველია პროცესს შემოქმედებითად მიუდგე და ოჯახის წევრებისა თუ მეგობრებისათვის საჩუქრები ინდივიდუალურად შეარჩიო. თინეიჯერებისათვის საჩუქრის შერჩევა შეიძლება გამოწვევა აღმოჩნდეს, მათი მრავალფეროვანი ინტერესებიდან გამომდინარე. ველიზე შენთვის სასურველი საჩუქრების შერჩევა და უფასოდ შეფუთვა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია.
შეარჩიე წიგნები თინეიჯერებისათვის
თუ შენი საჩუქრის ადრესატს მხატვრული ლიტერატურა განსაკუთრებით აინტერესებს, ველიზე მისთვის საჩუქრის შერჩევას მარტივად შეძლებ. მოზარდებისათვის წიგნები შინაარსისა და აქტუალური თემების მიხედვით შეგიძლია აარჩიო.
თინეიჯერებში ჯ.კ. როულინგის ჰარი პოტერი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ველიზე ჰარი პოტერის ყველა წიგნს აღმოაჩენ, რომ შენი საყვარელი თინეიჯერისათვის დაუვიწყარი ლიტერატურული თავგადასავალი მოაწყო ფენტეზის სამყაროში.
მოზარდებში ასევე ძალიან პოპულარულია ანე ფრანკის დღიური, რომელიც 13 წლის ებრაელი გოგონას მძიმე, მაგრამ საინტერესო თავგადასავალს ეხება და ჩანაწერების სახითაა წარმოდგენილი. გოგონა თავის ისტორიას მის დღიურს უყვება, რომელსაც “კიწი” შეარქვა.
თუკი გსურს შენი საჩუქრის ადრესატს ქართული კლასიკური ლიტერატურა მისთვის გასაგებ ენაზე გააცნო, ველიზე ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძელსაც აღმოაჩენ, რომელიც ველიზე კომიქსის სახითაა წარმოდგენილი. წიგნი გასართობი ფორმით თინეიჯერებისთვის საინტერესო საკითხავია და მათ ქართული ლიტერატურისადმი ინტერესსაც გაუღრმავებს.
შენთვის სასურველის სასაჩუქრე წიგნების არჩევას ველიზე, კატეგორიაში საბავშვო & თინეიჯერებისთვის იოლად შეძლებ. კატეგორიაში წიგნები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა დაყოფილი და თან მოკლე აღწერებიც ახლავს, რომ მოზარდებისათვის საინტერესო შინაარსის ლიტერატურა თავად შეარჩიო.
საჩუქრები თინეიჯერული გართობისათვის VELI.store-ზე
წიგნების გარდა, თინეიჯერები ხშირად ვიდეო თამაშებითაც ერთობიან. დაათვალიერე და შეარჩიე ყველაფერი ვიდეო თამაშებისთვის ველიზე, აქსესუარებისა და სხვადასხვა მოწყობილობების ჩათვლით. მაგალითისთვის, კარგი არჩევანია Logitech G29 საბრძოლო საჭე, 900 გრადუსიანი როტაციით. საჭეს სენსორი, გადახურებისგან დაცვის მექანიზმი და არაწრფივი სამუხრუჭე პედლები აქვს.
ველიზე გეიმინგისთვის სპეციალურ მონიტორებსაც აღმოაჩენ. საინტერესო ვარიანტია BenQ EX240N 23.8" ჩაშენებული დინამიკებით. მონიტორი სპეციალური, დაბალი ლურჯი შუქის ტექნოლოგიითაა შექმნილი თვალების დასაცავად და სინათლის კონტროლის სისტემა აქვს.
იმ შემთხვევაში, თუ თინეიჯერს სპორტი & მოგზაურობა აინტერესებს, მისთვის საინტერესო საჩუქრის შერჩევა ველის ფართო ასორტიმენტიდან არ გაგიჭირდება. კარგი გასართობია JOOLA-ს მაგიდის ჩოგბურთის ნაკრები 4 ჩოგნითა და 8 ჩოგბურთის ბურთით კომპლექტში. ჯანსაღი ცხოვრების წესის წასახალისებლად თინეიჯერებისათვის მაგიდის ჩოგბურთი შესაძლოა იდეალური ვარიანტი აღმოჩნდეს.
ველიზე სალაშქრო ჩანთების ფართო არჩევანი დაგხვდება, რაც მოზარდისთვის კარგი საჩუქარია, თუკი აქტიური ცხოვრების წესს მისდევს. ჩანთების გამოყენება არამხოლოდ სალაშქროდ, არამედ ყოველდღიური ფუნქციითაც შეიძლება.
VELI.store-ზე შერჩეულ ნებისმიერ ნივთს, სურვილის შემთხვევაში უფასო შეფუთვა და მისალოცი ბარათიც შეგიძლია დაურთო. შეკვეთას კი თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით, 3 საათში მიიღებ.