კუნთოვანი მასის ზრდისთვის, მეტაბოლიზმის გაძლიერებისთვის თუ ჰორმონების რეგულირებისთვის, წონებით ვარჯიში მნიშვნელოვანი აქტივობაა. ამ პროცესის სწორი წარმართვისთვის კი შესაბამისი აქსესუარებია საჭირო. VELI.store-ზე კატეგორიაში ფიტნესი & იოგა მარტივად შეგიძლია დაათვალიერე ჰანტელები, წონიანი ბურთი თუ ძალისმიერი თოკი. შეარჩიე შენზე მორგებული პროდუქტი, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი უფასო 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
შეარჩიე ჰანტელები ონლაინ
ჰანტელი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური და პრაქტიკული აქსესუარია ვარჯიშისთვის. ეს ნივთი მოსახერხებელია როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე დატვირთვისთვისაც. ველიზე 500 გრ-დან 40 კგ-მდე წონის ჰანტელების აღმოჩენას შეძლებ. თუ მძიმე წონით არ გინდა ვარჯიშის დაწყება, კარგი ვარიანტი იქნება BLOOM ჰანტელი, 2 კგ. ორმაგი სახელური უსაფრთხო და კომფორტულ მოჭერას უზრუნველყოფს, რაც სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო მოძრაობების შესრულებას ამარტივებს. ჰანტელი პოლივინილ ქლორიდისა და ქვიშის მასალისგან არის დამზადებული, რაც ნივთის ხანგრძლივ გამოყენებას განაპირობებს.
შედარებით მძიმე წონის არის LIVE PRO ჰანტელი, 32 კგ, რომელიც ძირითადად მოსახერხებელია მკლავების, მხრების, ზურგისა და მუცლის კუნთებისთვის. კომფორტულია HIIT, ქროსფიტისა და ძალისმიერი ვარჯიშებისთვის. ჰანტელს ბრტყელი ძირი აქვს სტაბილური განთავსებისთვის და ერგონომიული დიზაინი მარტივი ჭერისთვის.
აქსესუარები წონითი ვარჯიშისთვის
მძიმე წონების აწევისას ზურგისა და მუცლის კუნთების დაძაბვის თავიდან ასაცილებლად არის შექმნილი Bear KompleX ძალოსნის ქამარი. ამ აქსესუარის გარე ფენა ნეილონისგან, ხოლო შიდა - ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული. Stow-n-Go სისტემა საშუალებას იძლევა სიმძიმეების აწევიდან დინამიკურ მოძრაობაზე გადასვლა მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
ჰანტელების გარდა მთელი სხეულის სავარჯიშოდ მოსახერხებელი ვერისაა TRX, თოკი. ნივთი უზრუნველყოფს ტალღებისა და დარტყმითი მოძრაობების შესრულებას, რაც კარდიო თუ ძალის ვარჯიშებს ამარტივებს. ამ ტიპის ვარჯიშის დახმარებით მარტივად შესაძლებელია კალორიებისა და ცხიმის დაწვა.
შეარჩიე წონითი ვარჯიშისთვის საჭირო აქსესუარები ველიზე, აღმოაჩინე იოგა მატი თუ საკვები დანამატები, შეუკვეთე და მიიღე შენაძენი 3 საათში თბილისის ნებისმიერ მისამართზე.