სარეცხი მანქანის ყოველდღიური მოხმარებისას მნიშვნელოვანია, რომ მის შიდა სისტემას გაუფრთხილდე და რეცხვისათვის შესაბამისი პროდუქტები გამოიყენო. ხარისხიანი საშუალებების გამოყენება ქსოვილის მოვლასთან ერთად მანქანის ძრავისა და სხვა ნაწილების დაცვასაც უზრუნველყოფს.
სარეცხი მანქანის მოვლის ეფექტური საშუალებები ონლაინ
სარეცხი მანქანის გარეგანი დასუფთავებისათვის კარგი ვარიანტია Sano Anti Kalk-ის ჟანგისა და კირის მოსაშორებელი სითხე, რომელიც სარეცხ მანქანასთან ერთად ონკანებს, სანტექნიკის მოწყობილობებსა და კერამიკულ ფილებსაც ასუფთავებს. სითხე ასევე მოქმედებს მოქმედებს პლასტმასსა და მინაზე, შესაბამისად იდეალური არჩევანი სარეცხი მანქანის გარე წმენდისათვის.
თუკი სარეცხ მანქანაში უსიამოვნო სუნს ებრძვი, შესაძლოა HG, სარეცხი მანქანის საწმენდ ფხვნილი გამოგადგეს. უსიამოვნო სუნი ხშირ შემთხვევაში მანქანაში დაგროვილი ბაქტერიებისგანაა გამოწვეული. სითხე ებრძვის ბაქტერიებს და მისი გამოყენება დამატებითი სარეცხი საშუალების გარეშე შეგიძლია.
იმისათვის, რომ მანქანის შიდა სისტემაში ბაქტერიების დაგროვება თავიდან აიცილო, ასევე კარგი საშუალებაა Calgon, სარეცხი მანქანის სპირალის საწმენდი აბები ნადებისგან დაცვის ეფექტით. აბები იცავს მანქანის ყველა მნიშვნელოვან ნაწილს დაზიანებისგან, აქრობს უსიამოვნო სუნს და აშორებს ჭუჭყს. კალგონის გამოყენება რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის ქსოვილის რეცხვის შემთხვევაში.
ნადების, ჭუჭყისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ასევე კარგი საშუალებაა Dr. Beckmann, სარეცხი მანქანის დოლურის საწმენდი ფხვნილი ნებისმიერი ტიპის სარეცხი მანქანისთვის. ფხვნილი გამოიყენება რთულად მისადგომი ადგილების: სპირალის, დოლურისა და მილების დასუფთავებისთვის. ფხვნილი არომატიზებულია და გამოიყენება დამოუკიდებლად, სხვა სარეცხი საშუალებების გარეშე. შენთვის მოსახერხებელი და სასურველი საშუალებების შერჩევას შენი სარეცხი მანქანისათვის ველიზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მოახერხებ.
შეარჩიე სარეცხი ფხვნილები და სითხეები
სარეცხი მანქანის მოვლის საშუალებებთან ერთად სარეცხი ფხვნილები და სითხეებიც შეგიძლია აღმოაჩინო. ველიზე შეხვდები სარეცხ საშუალებებს ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა:
სარეცხი და საწმენდი საშუალებების გარდა, ველიზე იპოვი ქსოვილის აქსესუარებსაც, მათ შორის საუთაო მაგიდას, სარეცხის საშრობსა და ქსოვილის გორგოლაჭიან გამწმენდებს.
რეცხვისას შესაძლოა ლაქები ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოაჩნდეს. ასეთი შემთხვევისათვის ლაქების ამომყვანები გამოგადგება. ლაქების ამომყვანების სპეციალური ფორმულა გეხმარება ცხიმისა თუ სხვა ტიპის ლაქებთან ეფექტურად ბრძოლაში. VELI.store-ზე შერჩეულ ნებისმიერ პროდუქტს თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.