კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
აზროვნების აკადემია
ფილტრაცია
დალაგება:

აზროვნების აკადემია

20 პროდუქტის ჩვენება

იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოლოგია, ფილოსოფია და სოციოლოგია გაინტერესებს, გამომცემლობა “აზროვნების აკადემიის” წიგნები შენთვის შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს. აზროვნების აკადემია ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის თემებზე შექმნილ წიგნებს, ლექციათა ციკლების ბეჭდურ ვერსიებს და სამეცნიერო ნაშრომებს გამოსცემს.

 

შეარჩიე პროფესიული ლიტერატურა აზროვნების აკადემიისგან

 

ფილოსოფია

 

ველიზე აზროვნების აკადემიისგან ლევან გიგინეიშვილის “საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე” შეგხვდება. კლასიკოსი ფილოლოგი ნაშრომში ანტიკური ფილოსოფიის საკვანძო საკითხებსა და ცნობილი ფილოსოფოსების ნააზრევს განიხილავს, სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობის კვალდაკვალ.

 

აზროვნების აკადემიის “ნაფიქრალი” 11 განსხვავებული პროფესიისა და ხედვის ადამიანის ნააზრევს აერთიანებს სხვადასხვა საკითხზე, შესაბამისად, წიგნსაც 11 ავტორი ჰყავს: ზურაბ კიკნაძე, რეზო კორინთელი, ანდრო დგებუაძე, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, გურამ მეგრელიშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი კეკელიძე, გია მურღულია, გაგა ნიჟარაძე, ლელა ფირალიშვილი, ზაზა ფირალიშვილი.

 

განსხვავებული მოსაზრებების განხილვას წარმოადგენს ანდრო დგებუაძისა და დეკანოზ  თეოდორე გიგნაძის - “განსხვავებული საზრისები”, რომელიც სამყაროს ხედვის ფილოსოფიურ და რელიგიურ ასპექტებს განიხილავს. წიგნში ავტორები მთავარ ადამიანურ ღირებულებებს განსხვავებული სააზროვნო სიბრტყიდან გვიჩვენებენ, სამყაროსა და ადამიანის სხვადასხვაგვარ აღქმას გვთავაზობენ.

 

ფსიქოლოგია

 

ფილოსოფიასთან ერთად, აზროვნების აკადემიის წიგნები ფილოსოფიის შესახებაც შეგხვდება.

 

ფსიქოლოგ ქეთევან ოსიაშვილის წიგნში “აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)” ბავშვის ფსიქოლოგიაა განხილული, კერძოდ კი, რა მიდგომები და დამოკიდებულებები იქნებოდა სწორი აღზრდის პროცესში, რომ მშობელმა შვილს მხარდაჭერა დაანახოს და ჯანსაღი გარემო შეუქმნას.

 

ველიზე ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას - “ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია” შეგიძლია აღმოაჩინო, რომელშიც ყოველდღიური ფსიქოლოგია და შემდეგი თემებია განხილული: 

 

  • რატომ აქვთ ადამიანებს მაღალი ან დაბალი თვითშეფასება
  • საიდან იღებს სათავეს დეპრესია
  • რა არის ნევროზებისა და აკვიატებების სათავე
  • კარგია თუ ცუდი კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში
  • რა კოდირებულ ინფორმაციას ინახავს არაცნობიერი

 

წიგნი როგორც ფსიქოლოგიის მოყვარულთათვის, ისე დამწყები ან პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვისაც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

 

თუკი ფსიქოლოგიის სიღრმეები და მისტიკური თემები გიზიდავს, შესაძლოა რამაზ საყვარელიძის - “ჰიპნოზმა” დაგაინტერესოს. ნაშრომში ფსიქოლოგი თავის ცოდნასა და გამოცდილებას აზიარებს ჰიპნოზთან დაკავშირებით და აცნობს მკითხველს ჰიპნოზის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს.

 

შენთვის სასურველი წიგნების შერჩევა ველიზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. შეძენილ წიგნებს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე, უფასო მიწოდებით მიიღებ. 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.