თუკი ხელოვნება და ალბომები გაინტერესებს, ველიზე გერმანული გამომცემლობის, TASCHEN–ის პროდუქტები განსაკუთრებით მოგეწონება. TASCHEN-ის წიგნები ინფორმაციული ტექსტებითა და მაღალი ხარისხის პრინტით, ხელოვნების მოყვარულებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს.
შეარჩიე TASCHEN-ის ალბომები ველიზე
შენთვის სასურველი ალბომებისა და წიგნების შერჩევა ხელოვნების შესახებ შენი ინტერესებისა და გემოვნების გათვალისწინებით ველიზე, წიგნების ონლაინ მაღაზიაში შეგიძლია.
პოსტიმპრესიონიზმი, მოდერნიზმი
თუკი პოსტიმპრესიონიზმი განსაკუთრებულად გაინტერესებს, Van Gogh. The Complete Paintings შესაძლოა შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს. წიგნში ვინსენტ ვან გოგის ცხოვრება და შემოქმედება დეტალურადაა განხილული. მხატვრის ნამუშევრების ფოტოები კი უმაღლესი ხარისხის პრინტით შეგიძლია იხილო.
უნიკალური სტილის მხატვრობის ნიმუშებს აღმოაჩენ TASCHEN-ის წიგნში Modigliani, რომელიც იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის შემოქმედებასა და ცხოვრებას ეხება. მოდილიანის გამორჩეული ხატვის სტილი ჰქონდა, ის ქალებს ნუშისებრი თვალებითა და გამორჩეულად გრძელი კისრით ხატავდა. კლასიკური გაგებით, მოდილიანის სტილი მოდერნიზმს წარმოადგენს, თუმცა ზუსტად მაინც არცერთ მიმდინარეობას არ მიკუთვნება.
სიურრეალისტები
სიურრეალიზმი ხელოვნებაში მენტალური პროექციების გამომხატველი მიმდინარეობაა. მხატვრობაში სიურრეალიზემის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ესპანელი სალვადორ დალია. ველიზე TASCHEN-ისგან Dalí. The Paintings შეგიძლია აღმოაჩინო. წიგნი დალის უნიკალური და სახასიათო სტილის ნამუშევრებს, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორიას აერთიანებს.
მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს შემოქმედება, ერთი შეხედვით არცერთ ჟანრს არ მიეკუთვნება, თუმცა რადგან მხატვრის შემოქმედება სიზმრებისა და წარმოსახვების გამოხატვაა, ყველა ჟანრზე მეტად, სიურრეალიზმად ითვლება. ველიზე Frida Kahlo: The Complete Paintings შეგიძლია აღმოაჩინო, რომელშიც მის ნახატებთან ერთად, მისი ტრაგიკული ცხოვრებასა და მხატვარ დიეგო რივერასთან რომანტიკულ ურთიერთობის დეტალებს გაეცნობი.
ხელოვნების ისტორია
TASCHEN-ის ალბომში Modernism Rediscovered მოდერნისტული არქიტექტურის ისტორიას აღმოაჩენ, საუკეთესო ვიზუალური მასალითა და უმაღლესი ხარისხის პრინტით.
აგრეთვე შეხვდები A History of Photography. From 1839 to the Present - ფოტოგრაფიის ისტორიას 1839 წლიდან თანამედროვეობამდე. წიგნი უძველეს ფოტოებსა და თანამედროვე ფოტოგრაფიის ნიმუშებს აერთიანებს, თან დართული ისტორიებით.
VELI.store-ზე TASCHEN-ის წიგნები და ალბომები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო. შეძენილ პროდუქტებს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.