კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

ინტელექტი

მელიას კუდი
პაწაწინა
საუკუნის სკანდალი
თიბათვის ნისლი
თეთრი ქალაქი
სამი ომი
პეპიტა ხიმენესი
სული-ჩიტი
კაკაფონია
1984
19.95
1984
ბუნკერი
მასკარაფონე
აკუმი
ორდროშობანა-40%
Belacqua/ ბელაკვა
20 პროდუქტის ჩვენება

შენი ინტერესებისა და გემოვნების მიხედვით  წიგნები ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია შეარჩიო. ველიზე სხვადასხვა ქართული გამომცემლობის წიგნებს შეხვდები, რომ საყვარელი ავტორების ნაწარმოებების კითხვა და ახალი ავტორების აღმოჩენა გაგიმარტივდეს. 


ინტელექტის წიგნები სერიებისა და ავტორების მიხედვით

 

გამომცემლობა ინტელექტის წიგნები ველიზე სერიებისა და ავტორების მიხედვით შეგიძლია შეარჩიო, ასევე შეხვდები გამომცემლობის ბესტსელერებს, საკითხავს მოზარდებისთვის და თანამედროვე პროზის თარგმანებს.

 

შეარჩიე წიგნები სხვადასხვა სერიებიდან

 

გამომცემლობა ინტელექტის სერია 10 რომანი დიქტატურაზე ცნობილ მხატვრულ ნაწარმოებებს აერთიანებს. 

 

თუკი დიქტატურის შესახებ რომანს ეძებ, გაბრიელ გარსია მარკესის “პატრიარქის შემოდგომა” ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებია, რომლის წაკითხვაც შეიძლება. მარკესმა ამ რომანში შეკრიბა და გააერთიანა მსოფლიოში არსებული ყველა დიქტატორის სახე, შექმნა უნივერსალური პორტრეტი და აჩვენა თუ როგორ მარტოსულობამდე მიჰყავს ადამიანი აბსოლუტურ ძალაუფლებას.

 

იმავე სერიიდან, ველიზე ასევე ბერნჰარდ შლინკის რომანი “წამკითხველი”  შეგხვდება, რომელიც შესაძლოა შენთვის საინტერესო აღმოჩნდეს.

 

ველიზე წიგნებს ასევე ინტელექტის სერია Magnum Opus-იდანაც შეხვდები. ტერმინი ლათინურიდან მოდის და თანამედროვეობაში ხელოვანის უდიდეს, ყველაზე ცნობილ ნამუშევარს აღნიშნავს. სერიაში კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ცნობილ ნაწარმოებებს ონლაინ, სახლიდან დაათვალიერებ.

 

ინტელექტის იუბილესთან დაკავშირებით, გამომცემლობამ ასევე გამოუშვა სერია “ინტელექტი 25 წლისაა”, რომელიც ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს აერთიანებს. სერიის ფარგლებში აღმოაჩენ ისეთ წიგნებს, როგორიცაა:

 

 

შენთვის სასურველი წიგნების შერჩევა ანოტაციების მიხედვით შეგიძლია, ველიზე ასევე წიგნების პირველი 10 გვერდის PDF ვერსიას შეგიძლია გაეცნო, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებს. 

 

გამომცემლობა ინტელექტის წიგნების ავტორების მიხედვით

 

გამომცემლობა ინტელექტის წიგნების შერჩევა ველიზე ავტორების მიხედვითაც შეგიძლია. 


ქართველი ავტორები 

 

გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის წიგნებს, ექსკლუზიურად გამომცემლობა ინტელექტისგან ველის ონლაინ თაროებზე შეხვდები. მსოფლიოში ცნობილი ბესტსელერი “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” კარგი არჩევანია, თუ ოჯახური საგა გაინტერესებს. რომანი ერთი ქართული ოჯახის ტრაგიკულ და გამოწვევებით სავსე ისტორიას ჰყვება, რამდენიმე თაობის მანძილზე. 
ველიზე ხარატიშვილის სხვა რომანებიც შეგხვდება, მაგალითად “უკმარი სინათლე”, “ჟუჟა”,  “ჩემი საყვარელი ორეული” და სხვა.

 

ველიზე თანამედროვე ქართველი პოეტების ნაწარმოებებსაც შეხვდები. ქართველი მწერლისა და პოეტის, ბესიკ ხარანაულის “რძის ფოსტა” 4 ნაწარმოებს აერთიანებს, რომელთაც მწერლის თქმით “ავტორი არ ჰყავთ”. 

 

პოეზისა და პროზასთან ერთად, გამომცემლობა ინტელექტისგან ველიზე მემუარებისა და დღიურის ტიპის ნაწარმოებებსაც შეხვდები. ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და დიპლომატის, გელა ჩარკვიანის “ნაგერალა 80” მკითხველის ინტერესს პირველი წინადადებიდანვე აღძრავს, წიგნის პოლიჟანრულობიდან გამომდინარე. ველიზე გელა ჩარკვიანის სხვა ნაწარმოებებთან ერთად, “ნაგერალას” კიდევ 2 ნაწილს აღმოაჩენ.


უცხოელი ავტორები

 

VELI.store-ზე გამომცემლობა ინტელექტისგან მსოფლიოში ცნობილი ლათინოამერიკელი ავტორების ნაწარმოებებსაც შეხვდები. გაბრიელ გარსია მარკესის რომანი “სიყვარული ჟამიანობის დროს” გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია, რადგან მწერლის თქმით, მან მშობლების სიყვარულის ისტორია რომანად აქცია, სადაც რეალობასა და ფანტაზიას შორის ზღვარი მოშლილია. ველიზე ასევე შეგხვდება მარკესის “მარტოობის ასი წელიწადიც”, რომელიც მაგიური რეალიზმის ჟანრში შექმნილი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებია. 

 

გაბრიელ გარსია მარკესის გარდა, ველიზე პერუელი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას ნაწარმოებებიც შეგხვდება, მათ შორის ”დეიდა ხულია და ჯღაბნია” და “ქალაქი და ძაღლები”

 

გამომცემლობა ინტელექტისგან ველიზე სვეტლანა ალექსიევიჩის “ჩერნობილის ლოცვასაც” შეხვდები, მწერლის სხვა ნაწარმოებებთან ერთად. ველიზე შერჩეულ ნებისმიერ წიგნს თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ. 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.