კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
დალაგება:

არტანუჯი

ლეო მესი
კოკო შანელ
ინტერვიუ მამასთან
130 ამბავი/ლუდი
ჰო და არა
სტუმარ-მასპინძელი
სიზმარა
ნაცარქექია
20 პროდუქტის ჩვენება

თუკი მხატვრული ლიტერატურის კითხვა განსაკუთრებით გიზიდავს, წიგნების ონლაინ შერჩევა დაგეხმარება დრო და ენერგია დაზოგო. ველიზე წიგნების შერჩევა გამომცემლობების მიხედვით შეგიძლია, შერჩეულ წიგნებს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე უფასო მიწოდებით მიიღებ.

 

გამომცემლობა არტანუჯის წიგნები ველიზე

 

გამომცემლობა არტანუჯისგან ველიზე წიგნებს რამდენიმე კატეგორიაში შეხვდები, მათ შორის შეგიძლია საბავშვო & თინეიჯერებისთვის, მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა აღმოაჩინო.


მხატვრული ლიტერატურა

 

ინგლისურენოვანი ავღანელი მწერლის, ხალიდ ჰოსეინის “ათასი მოელვარე მზე” პირველად 2007 წელს გამოქვეყნდა და მალევე ბესტსელერად იქცა. წიგნი მწერლმა ავღანელ ქალებს და უფლებებს მიუძღვნა. სიუჟეტის ცენტრში ორი ქალია, რომელიც თალიბანის სისასტიკის მიუხედავად, საკუთარ თავში ძალას პოულობს, რომ გამოწვევებს უშიშრად გაუმკლავდეს.

 

გამომცემლობა არტანუჯის წიგნებში ასევე შეგიძლია ჯონ სტაინბეკის “რუსული დღიური” აღმოაჩინო. სტაინბეკის მიზანი იყო ამერიკელი მკითხველისათვის სხვა რეალობა და ცხოვრების წესი გაეცნო, ამიტომაც ტექსტი ნახევრად დოკუმენტურია და მწერლის მიერ საბჭოთა კავშირში მოგზაურობას ასახავს. წიგნი რობერტ კაპას, მწერლის თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოებითაა ილუსტრირებული.

 

არტანუჯის წიგნებში პროზასთან ერთად პოეზიის ნიმუშებსაც აღმოაჩენ. ესპანელი მწერლის ანტონიო მაჩადოს “აქ იყო ესპანეთი, სახელად კასტილია” ამაღელვებელი პოეტური კრებულია, რომელსაც თარგმანთან ერთად ორიგინალი ტექსტებიც თან ახლავს.


არამხატვრული ლიტერატურა

 

მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად, ველიც ციფრულ თაროებზე, პოლიტიკურ, ისტორიულ, ბიოგრაფიულ და სხვა არამხატვრულ ტექსტებსაც აღმოაჩენ. მაგალითისთვის, სტალინი - დიქტატორის ახალი ბიოგრაფია ერთდროულად ბიოგრაფიული და ისტორიული ტექსტია. საბჭოთა კავშირის მკველევარი 
ოლეგ ვ. ხლევნიუკი ბელადის ბიოგრაფიას საქვეყნოდ ცნობილი და უცნობი დეტალებით ახლებურად ასახავს. 


პოლიტიკურ ტექსტად ითვლება გელა ჩარკვიანის - ინტერვიუ მამასთან, რომელიც მწერალმა ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწესთან და მამამისთან, კანდიდ ჩარკვიანთან ჩაწერა. 9 საათიანი ინტერვიუ მოგგვიანებით წიგნის სახით შეიკრა და არტანუჯის მიერ გამოიცა. 

 

ბიოგრაფიული ტექსტია ოთარ ჭილაძე - 65 ამბავი, რომელიც მწერლის შესახებ სხვადასხვა ამბავს, სხვადასხვა ადამიანის გადმოსახედიდან აერთიანებს. სერიაში სხვა წიგნებსაც შეხვდები, ქართველი მწერლების შესახებ იმავე პრინციპით მოყოლილ ამბებით. 


საკითხავი ბავშვებისა და მოზარდებისთვის

 

მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის გარდა, გამომცემლობა არტანუჯისგან საბავშვო და თინეიჯერულ საკითხავსაც აღმოაჩენ.

 

პატარებისათვის თვლის შესასწავლად კარგი ვარიანტია მოდი, დავითვალოთ, რომელიც ცხოველების, ფრინველებისა და სხვა არსებების ილუსტრაციების მეშვეობით დაეხმარება ბავშვებს ციფრების გაცნობაში. 

 

გასართობად და ლიტერატურის სამყაროსთან შეხვედრისთვის ასევე საინტერესო არჩევანია რწყილი და ჭიანჭველა, 3-დან 8 წლამდე ბავშვებისათვის. ილუსტრირებული ზღაპარი დაეხმარება პატარებს ფანტაზიის განვითარებაში. 

 

შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებისათვის შესაძლოა სტუმარ - მასპინძელი საინტერესო აღმოჩნდეს. ვაჟა-ფშაველას ცნობილი პოემის ადაპტირებული ვერსია მაქსიმალურად მორგებულია 9-12 წლის ასაკის ბავშვების ინტერესებსა და აღქმის შესაძლებლობებს. 

 

VELI.store-ზე შენთვის სასურველი წიგნები იაფად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. შენაძენს თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.