წიგნების შერჩევისას დრო და ენერგია რომ დაზოგო, წიგნების ონლაინ მაღაზია დაგეხმარება. ველიზე მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის დიდი არჩევანია, შენთვის სასურველი წიგნის შერჩევას კი იოლად, ანოტაციის მეშვეობით მოახერხებ.
შეარჩიე მხატვრული ლიტერატურა ონლაინ
მხატვრული ლიტერატურის კლასიკა და თანამედროვე ლიტერატურა
მხატვრული ლიტერატურის კლასიკად ის ნაწარმოებები ითვლება, რომელთა კულტურული და შინაარსობრივი ღირებულება საუკუნეებისა და წლების მანძილზე გაიზარდა. ველიზე კლასიკური მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს შეხვდები.
ანტიკური ეპოქა და რენესანსი
შეიძლება ითქვას, რომ ჰომეროსის “ილიადა” მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კლასიკური ლიტერატურის შედევრია. ანტიკურ საბერძნეთში, ძვ. წ. VIII საუკუნეში შექმნილი პოემა, სიყვარულს, მეგობრობას, ღალატს, ოჯახისა და სამშობლოს ერთგულებას, იდეისთვის თავდადებასა და სხვა ისეთ თემებს ეხმაურება, რომელიც თანამედროვე სამყაროშიც იწვევს მკითხველის ინტერესს.
XIX - XX საუკუნის კლასიკური ლიტერატურა
ანტიკური და ქართული ლიტერატურის გარდა, ველიზე ევროპული ლიტერატურის შედევრებსაც აღმოაჩენ. მაგალითად, ინგლისელი მწერლის ჩალზ დიკენსის “ორი ქალაქის ამბავი”, ისტორიული რომანი, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში, ორ ქალაქში, ლონდონსა და პარიზში განვითარებულ ამბებს ეხმიანება.
ველიზე ასევე სამხრეთ ამერიკულ ლიტერატურასა და მაგიური რეალიზმის ფუძემდებელს, გაბრიელ გარსია მარკესსაც აღმოაჩენ. მეოცე საუკუნის ლიტერატურულ შედევრად ითვლება “მარტოობის ასი წელიწადი”, სადაც მოქმედება გამოგონილ სოფელში, მაკონდოში ვითარდება.
თანამედროვე ლიტერატურა
კლასიკურთან ერთად, ველიზე შეგიძლია თანამედროვე მხატვრული ლიტერატურაც აღმოაჩინო. თუკი ანტიკური ეპოქის თანამედროვე ხედვა გაინტერესებს, ამერიკელი მწერლის მედელინ მილერის “კირკე” საუკეთესო არჩევანი შეიძლება აღმოჩნდეს.
თუკი თანამედროვე ქართული ლიტერატურა გაინტერესებს, ველიზე თემურ ბაბლუანის “მზე, მთვარე და პურის ყანა” დაგხვდება, რომელიც პირველად 2018 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა.
დეტექტივი, მისტიკა და სამეცნიერო ფანტასტიკა
კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურასთან ერთად, ველიზე წიგნების არჩევა სხვადასხვა ჟანრის მიხედვითაც შეგიძლია. კატეგორიაში ჰორორი, დეტექტივი, მისტიკა სხვადასხვა დროს შექმნილ, ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებებს აღმოაჩენ.
თუკი დეტექტივები განსაკუთრებულად გაინტერესებს, მსოფლიოში ცნობილი აგათა კრისტის “დაკრძალვის შემდეგ” შენთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. აგათა კრისტის ნაწარმოებები საშიშ, მისტიკურ და დეტექტიურ ჟანრს აერთიანებს, რაც საუკეთესო გამოცდილებას ქმნის ჟანრის მოყვარულებისთვის.
შეარჩიე წიგნები ონლაინ მოზარდებისთვის
დეტექტიური ჟანრისა და მისტიკის გარდა, ველიზე სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი შეგხვდება. ჟანრი მოზარდებში განსაკუთრებით პოპულარულია, თუმცა მოზრდილებით გატაცებით კითხულობენ ისეთ ნაწარმოებებს, როგორიც “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”, “ადამიანი - ამფიბია”, “ბეჭდების მბრძანებელი” და სხვა წიგნებია.
მოზარდები სამეცნიერო ფანტასტიკასთან ერთად, სიამოვნებით კითხულობენ კომიქსებსაც. ველიზე ონლაინ თაროებზე აღმოაჩენ ორიგინალ ქართულ და უცხოურიდან თარგმნილ კომიქსებს, ხოლო ინგლისურენოვანი წიგნების კატეგორიაში მანგა დაგხვდება.
არამხატვრული ლიტერატურის დიდი არჩევანი ველიზე
VELI.store-ზე არამხატვრული ლიტერატურის დიდ ასორტიმენტსაც შეხვდები. შენთვის სასურველ და საჭირო წიგნებს კი მარტივად, სახლიდან გაუსვლელად აარჩევ. ველიზე ასევე შეგიძლია წიგნები ინგლისურადაც შეარჩიო.
შეარჩიე ბიზნესლიტერატურა წიგნების ონლაინ მაღაზიაში
ბიზნესლიტერატურა კარიერულ განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენი პროფესია პირდაპირ ბიზნესის მენეჯმენტს არ უკავშირდება. მაგალითად, დენიელ პ. ჰინკის Drive - რა გვამოძრავებს სინამდვილეში? მოტივაციის ასამაღლებლად ბრწყინვალე გზამკვლევია, რომელშიც ფსიქოლოგიური ნიუანსები და სასარგებლო რჩევებია განხილული.
2022 წელს გამოიცა და ბესტსელერად იქცა “იკიგაი - ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო”, რომელსაც ველიზე ბიზნესლიტერატურის კატეგორიაში იპოვე. იკიგაი ცხოვრების წესია, ერთგვარი გზამკვლევი ბედნიერი და მშვიდი ცხოვრებისათვის და ბალანსის მისაღწევად, რომელიც როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში შეიძლება გამოგადგეს.
ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პოლიტიკა
თუკი ადამიანის მოქმედების მოტივაცია, ქვეცნობიერის ლაბირინთები და ცხოვრების არსის გარკვევა შენთვის საინტერესო თემებია, ველიზე ლიტერატურის აღმოჩენა ამ კუთხითაც შეგიძლია.
ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის “საუბრები აზროვნებაზე” მის მიერ წაკითხული ლექციების კრებულია, რომელშიც განხილულია ფილოსოფიური თემების ფართო სპექტრი: ცნობიერების ბუნება, ურთიერთკავშირი ენასა და აზროვნებას შორის, კავშირი კულტურას, ისტორიასა და ადამიანის აზროვნებას შორის და ა.შ.
ველიზე კატეგორიაში პოლიტიკა და დოკუმენტური პროზა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ისტორიულ ტექსტებს აღმოაჩენ, შენი ინტერესების მიხედვით.
პროფესიული და ჟანრული საკითხავის გარდა, ველიზე შეგხვდება:
- საგანმანათლებლო წიგნები
- ესეები, კრიტიკა, ბიოგრაფია
- ენციკლოპედიები
- წიგნები კულინარიაზე
- ალბომები და ჟურნალები
ველიზე შერჩეულ საკითხავს შენთვის სასურველ მისამართზე, თბილისში 3 საათში, მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.