იმისათვის, რომ შენმა ავტომობილმა გამართულად იმუშაოს, ზეთი, ანტიფრიზი & ფილტრები დაგჭირდება. მანქანის პროფილაქტიკა პერიოდულად აუცილებელია, რომ მისი შიდა სისტემის გამართულობა უზრუნველყო. ველიზე, კატეგორიაში ავტო & მოტო სხვადასხვა საშუალებას აღმოაჩენ, რომ შენი ავტომობილის მოვლა გაიმარტივო.
აღმოაჩინე ზეთის ფილტრები ონლაინ
მანქანის ძრავისათვის ზეთის ფილტრის გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფილტრი წმენდს ძრავის ზეთს მტვრისგან, მეტალის ნაწილაკებისა და სხვა დაბინძურებებისგან, რაც ძრავის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.
ფილტრები სხვადასხვა მარკის ავტომობილისთვის
ველიზე ზეთის ფილტრებს მანქანის სხვადასხვა მოდელისათვის აღმოაჩენ. მაგალითისთვის, HERTH BUSS, ზეთის ფილტრი J1312020 თავსებადია ტოიოტასა და ლექსუსის სხვადასხვა მოდელებთან. თუკი ზეთის ფილტრს სხვა მანქანისათვის ეძებ, ველიზე ასევე Js-Asakashi, ზეთის ფილტრი OE9601 C180,C200,C220 შეხვდები, რომელიც უშუალოდ Mercedes Benz-ის სხვადასხვა მოდელთანაა თავსებადი. ტოიოტასა და ფორდის სხვადასხვა მოდელებისათვის HERTH BUSS J1312013 ზეთის ფილტრი გამოგადგება.
შეარჩიე ფილტრი მასალის მიხედვით
მანქანის ფილტრის შერჩევისას მანქანის მოდელთან ერთად, სასურველია ფილტრის მასალაც გაითვალისწინო. განასხვავებენ მეტალისა და სინთეზური მასალის ფილტრებს. თუკი ფილტრს ისეთი მანქანისათვის ეძებ, რომელსაც ძრავაში დიდი წნევა და ვიბრაცია აქვს, მეტალის ფილტრი გამოგადგება. მეტალის ფილტრი უფრო მდგრადი და მტკიცეა და განსაკუთრებით ეფექტურია მაღალი ეფექტურობის მანქანებისთვის.
სტანდარტული, ყოველდღიური დატვირთვის მანქანისათვის, ქაღალდის ან სინთეზური მასალის ფილტრი შეიძლება გამოგადგეს. ქაღალდის ფილტრი უფრო ეფექტურია მტვრის, ჭუჭყისა და სხვა დაბინძურებების წინააღმდეგ. სინთეზური მასალის ფილტრის შემთხვევაშიც კი, ბირთვი მეტალისგანაა დამზადებული, რაც გამძლეობას უზრუნველყოფს.
ზეთის ფილტრებთან ერთად, ველიზე მანქანისათვის ჰაერის ფილტრებიც შეგიძლია აღმოაჩინო. შეძენილ პროდუქტებს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში, უფასო მიწოდებით მიიღებ.
საშუალებები მანქანის მოსავლელად ველიზე
მანქანა ყოველდღიური გამოყენებისას სხვადასხვა საშუალებებს საჭიროებს, რომ როგორც ექსტერიერი, ისე ავტომობილის შიდა სისტემა გამართული იყოს. ველიზე მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერის მოსავლელად საჭირო პროდუქტებს აღმოაჩენ, მათ შორის, სალონისა და ბორბლების საწმენდებს, სალონის სურნელოვან საკიდებს, ავტო შამპუნებსა და პოლირების სითხეებს ექსტერიერისთვის.
ველიზე აქსესუარებთან და საწმენდ საშუალებებთან ერთად, შეგიძლია ავტომობილის ისეთი ნაწილებიც შეარჩიო, როგორიც აკუმულატორი, სამუხრუჭე ხუნდები, საბურავები და ჯალამბარია.
VELI.store-ზე შენი ავტომობილისათვის შერჩეულ ნებისმიერ პროდუქტს, თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.