აკუმულატორი ელექტროენერგიის დროებითი შენახვისა და მიწოდების წყაროა, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობებსა და სისტემებში გამოიყენება. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ენერგიის შენახვას, სარეზერვო კვებას და ტრანსპორტის გამართულ ფუნქციონირებას.
შენი ავტომობილისთვის მაღალი ხარისხის აკუმულატორები VELI.store-ზე შეგიძლია აღმოაჩინო. აქ შეხვდები ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Panasonic, Yuasa, WEIMAR და VARTA. შეუკვეთე ონლაინ და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით 3 საათში, თბილისის ნებისმიერ მისამართზე.
ბრენდის შესახებ
VARTA გერმანული ბრენდია, რომელიც 1887 წლიდან აწარმოებს აკუმულატორებსა და ბატარეებს. კომპანია ცნობილია მაღალი ხარისხით, ინოვაციებითა და სანდოობით. VARTA-ს აკუმულატორები გამოირჩევა AGB და EFB ტექნოლოგიით, გამძლეობითა და ეკოლოგიური წარმოებით.
VARTA - აკუმულატორი, რომელიც მაღალი გამძლეობისაა
ყველა სტანდარტული კომპლექტაციის ავტომობილისთვის მოსახერხებელია VARTA BLU B33 აკუმულატორი, რომელსაც ცივი გაშვების 330 ამპერი და 12V ძაბვა აქვს. პროდუქტი განკუთვნილია ყოველდღიური მგზავრობისთვის და საიმედოა ცივ ამინდებშიც. აკუმულატორს არ სჭირდება ხშირი მოვლა და მუშაობს რთულ პირობებშიც.
ავტომობილებისთვის, რომლებსაც Start-Stop სისტემა აქვთ, კარგი ვარიანტია VARTA SIL AGM A6 აკუმულატორი. მოწყობილობის AGM გაუმჯობესებული ელექტროლიტის შეწოვის ტექნოლოგია ზრდის პროდუქტის გამძლეობას. აკუმულატორი 3-ჯერ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ტრადიციული Lead-Acid აკუმულატორები. სწრაფი დამუხტვის რეჟიმი უზრუნველყოფს ენერგიის დროულ აღდგენას, რაც მნიშვნელოვანია მოკლე მგზავრობისას. პროდუქტი მისაღებია ისეთი ბრენდის მანქანებისთვის როგორებიცაა: BMW, Mercedes-Benz, Audi და Volkswagen.
შეარჩიე 100 ამპერი ძალის აკუმულატორი VELI.store-ზე
მაღალი სიმძლავრის მქონე ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი VARTA 100 ამპერიანი აკუმულატორი. ეს პრემიუმ ხარისხის მოწყობილობა 12V-იანია. გაძლიერებული გაშვების სიმძლავრე (830A) და 100Ah ტევადობა რთული კლიმატური პირობებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია. გაუმჯობესებული ტექნოლოგიით მარტივად ხდება ენერგიის მიწოდება. დახურული კონსტრუქცია კი ამცირებს აკუმულატორის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობას.
იშოპინგე ველიზე, გადახედე კატეგორიას ავტო & მოტო თუ საბურავები, შეარჩიე ვარტას აკუმულატორები ველიზე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.