თუკი ავტომობილის ან მოტოციკლისთვის სხვადასხვა ნაწილებს ან აქსესუარებს ეძებ, ველიზე კატეგორია ავტო & მოტო დაგეხმარება. საწმენდ ქიმიასთან და ეკიპირებასთან ერთად ველიზე მოტოციკლეტისთვის აკუმულატორებიც კი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია აღმოაჩინო.
შეარჩიე აკუმულატორი შენი მოტოციკლისთვის ველიზე
შენი მოტოციკლის მოვლის პროცესში, აკუმულატორის შერჩევისას, მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინო:
- მოწყობილობის ზომა და ტიპი
- მიწოდების რეზერვი
- ტემპერატურის მიმართ ადაპტაციის უნარი
- მოკლე დროში დატენვის შესაძლებლობა
- ხარისხი და მწარმოებელი
- მონტაჟის პოლარულობა
- ნომინალური ვოლტაჟი
ველიზე ამერიკული ბრენდის, GOODYEAR-ის აკუმულატორებს აღმოაჩენ, შენთვის სასურველის შერჩევა კი იოლად, სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით შეგიძლია.
თუკი აკუმულატორს მცირე მოტოციკლისთვის, სკუტერისთვის და ელექტრო ველოსიპედისთვის ეძებ CBTX5L-BS, 12 ვოლტი, 4 ამპერი/საათში კარგი ვარიანტია. 4 ამპერი პატარა ზომის მოტოციკლისთვის საკმარისი სიმძლავრეა, და ნიშნავს, რომ ერთი საათის განმავლობაში აკუმულატორს 4 ამპერი ენერგიის წარმოება შეუძლია.
თუკი საშუალო სიმძლავრის აკუმულატორს ეძებ, შესაძლოა CBTX7L-BS, 12 ვოლტი, 6 ამპერი/საათში გამოგადგეს. შედარებით მაღალი სიმძლავრის მოტოციკლებისთვისაა შექმნილი, GOODYEAR-ის CBTX12-BS, 12 ვოლტი, 10 ამპერი/საათში, თუმცა აკუმულატორის ეს ტიპიც საშუალო სიმძლავრის კატეგორიას მიეკუთვნება.
იმ შემთხვევაში, თუ მოტიციკლისთვის განსაკუთრებულად მაღალი სიმძლავრის აკუმულატორს ეძებ, CBTX14-BS, 12 ვოლტი, 12 ამპერი/საათში გამოგადგება. 1 საათში 12 ამპერი ენერგიის დამუშავების შესაძლებლობა მაღალ სიმძლავრედ ითვლება და შესაბამისად დიდი ზომისა და სიმძლავრის მოტოციკლებისთვის საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენს.
შენი მოტოციკლისთვის აკუმულატორის შერჩევა ველიზე ონლაინ შეგიძლია. სასურველ პროდუქტს თბილისსა და შემოგარენში, 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ.