შენი ავტომობილის & მოტოს მოვლა რომ გაიმარტივო, სასურველია პროდუქცია ხარისხიანი და გამოცდილი ბრენდებისაგან შეარჩიო. ველიზე წამყვანი ფრანგული ბრენდის, MICHELIN-ის პროდუქციას შეხვდები, სასურველი პროდუქტის არჩევას კი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებ.
აღმოაჩინე MICHELIN-ის პროდუქცია ველიზე
MICHELIN ავტომობილისა და მოტოსათვის სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებსა და აქსესუარების დიდ ასორტიმენტს აწარმოებს, მათ შორის ველიზე შეხვდები:
- მინის საწმენდებს სხვადასხვა მოდელის ავტოსთვის და საწმენდ სითხეებს
- ნაჭრის, ტყავისა და სხვა ტიპის სალონის საწმენდებს
- პროფესიონალური ხელსაწყოების ნაკრებს
- არომატიზატორებს
- სხვადასხვა ტიპის ხალიჩებს ნაკრებს
- ავტომობილის სარეცხ საშუალებებს
- მუხრუჭისა და ციმციმას ნათურებს
ბრენდი ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, უნიკალურ პროდუქციასაც აწარმოებს. მაგალითად, MICHELIN მანქანის ნაკაწრების გასაქრობი კალამი კარგი ვარიანტია ნებისმიერი ფერისა და ტიპის საღებავზე არსებული დაზიანებისთვის. კალამი ნაკაწრების ხილვადობას 96%-მდე ამცირებს და ნორმალურ ტემპერატურაზე 10 წუთში შრება.
MICHELIN-ის პროდუქცია საბურავებისთვის
ასევე შეგიძლია აღმოაჩინო MICHELIN დაზიანებული საბურავის აღმდგენი მსუბუქი ავტომობილებისათვის. ხელსაწყოს მეშვეობით შეძლებ საბურავზე ნახვრეტის დროულად შეკეთებასა და შევსებას, ისევე როგორც საბურავის ტარებისთვის უსაფრთხო წნევამდე გაბერვას.
თუკი ციფრული მოწყობილობის გამოყენებას ამჯობინებ, შეიძლება MICHELIN საბურავის ციფრული კომპრესორი 12316 4x4/SUV გამოგადგეს, საბურავის სარქვლის საცავით. კომპრესორი ზუსტად ზომავს წნევას ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით. LED ეკრანის მეშვეობით კი საბურავის დაბერვისთვის თვალყურის დევნებას იოლად შეძლებ.
პროდუქტები მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერისთვის
ველიზე ასევე MICHELIN-ის მანქანის უნივერსალი ხალიჩების კომპლექტი, 4 ცალი 238-BLK შეგიძლია აღმოაჩინო. ხალიჩები ხასიათდება მაღალი მდგრადობით ჭუჭყის მიმართ და ერგება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ავტომობილებს. შესაძლებელია ხალიჩების სხვადასხვა ზომაზე რეგულირებაც.
იმ შემთხვევაში, თუ მანქანისთვის სარეცხ საშუალებებს ეძებ, შესაძლოა MICHELIN Pro Series ავტოშამპუნი გამოგადგეს. შამპუნი მოქმედებს როგორც ანიონური საწმენდი საშუალება და ხელს უწყობს საღებავის შენარჩუნებას ცვილის მოცილების გარეშე. იმავე სერიდან არის კერამიკული მინის საწმენდიც, რომელიც მანქანის მინებზე სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარება.
VELI.store-ზე MICHELIN-ის წარმოებულ მცირე აქსესუარებსაც აღმოაჩენ, მაგალითად ტელეფონის დამჭერს/დამტენს 33368, რომელიც ნავიგაციის გასამარტივებლად შეუცვლელი ნივთია. მოწყობილობა უსადენოდ მუხტავს როგორ IOS ასევე Android სმარტფონებს, აქვს სიმაღლის რეგულატორი და იცავს ტელეფონს გადახურებისგან. ველიზე ონლაინ შერჩეულ და შეძენილ MICHELIN-ის პროდუქციას თბილისის მასშტაბით 3 საათში, სრულიად უფასოდ მიიღებ.