კატეგორიები
0
ბოლოს მოძებნილი

ძებნის ისტორია ცარიელია

კატეგორიები
0
ჩემი კალათა
შენი კალათა ცარიელია
K2
დალაგება:

K2

20 პროდუქტის ჩვენება

ველიზე ცნობილი ბრენდის, K2 პროდუქციას შეხვდები შენი ავტომობილისთვის. K2 20 წელია რაც ბაზარზეა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის:

 

  • ავტომობილის საწმენდ საშუალებებს, სარეცხ ქაფებს, ტილოებს
  • საღებავის აღმდგენებს
  • ანტიფრიზებს
  • მანქანის სალონის არომატიზატორებს

 

K2-ის პროდუქციის შერჩევა ველიზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. 

 

K2 ავტომობილის მოვლის  პროდუქტები

 

მანქანის ინტერიერის თუ ექსტერიერის მოვლისთვის საჭირო პროდუქტების გარდა, K2 პროდუქციას მანქანის შიდა სისტემებისთვისაც აწარმოებს. იმისათვის, რომ მანქანის შიდა წვის ძრავის ცივ სეზონებზე გაყინვისგან, ხოლო სიცხეში გადახურებისგან დაიცვა, ანტიფრიზი დაგჭირდება.

 

ანტიფრიზები

 

ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ანტიფრიზების სხვადასხვა ტიპს გამოყოფენ. K2-სგან ველიზე სხვადასხვა ტიპის ანტიფრიზებს შეხვდები, სასურველი კონცენტრაციით. 

 

მაგალითისათვის, ანტიფრიზი მწვანე კონცენტრატი უზრუნველყოფს მეტალის ნაწილების სწრაფ დაცვას კოროზიისა და დაჟანგვისგან. შეიცავს ისეთ არაორგანულ დანამატებს, როგორიცაა სილიკატები და ფოსფატები. 

 

ევროპული და აზიური წარმოების ავტომობილებისთვის კარგი ვარიანტია ანტიფრიზი ლურჯი კონცენტრატი, რომელიც როგორც ორგანულ, ისე არაორგანულ ნივთიერებებს შეიცავს. ძლებს ხანგრძლივად და არ აზიანებს რეზინისა და პლასტმასის დეტალებს. 

 

ველიზე მწარმოებლისგან ასევე ვარდისფერი და წითელი ანტიფრიზების აღმოჩენა შეგიძლია. 


საწმენდი საშუალებები

 

მანქანის ინტერიერზე და ექსტერიერზე რომ იზრუნო, მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწმენდი საშუალებები გამოიყენო ავტომობილის სხვადასხვა დეტალისათვის. 

 

ავტომობილის ინტერიერის წმენდის პროცესში K2 LOTAR PRO სარეცხი ქაფი კონცენტრატი გამოგადგება. ქაფი იდეალურია ხალიჩებისა და მანქანის სალონის ქსოვილებისთვის. წმენდის გარდა, ქაფს მკვებავი თვისებაც აქვს, რაც იცავს ქსოვილებს მოსალოდნელი გახუნებისგან და ეფექტურად აშორებს ჩამდჯარ ჭუჭყს. 

 

მანქანის ექსტერიერისთვის ველიზე ალუმინის დეტალების და დისკების საწმენდი შეგხვდება. საწმენდი ეფექტურად აშორებს ჟანგს, ნაკაწრებსა და ლაქებს. გამოგადგება ქრომირებული ზედაპირებისათვის და დაგეხმარება სიკაშკაშე მიანიჭო ალუმინის დეტალებს. 

 

ველიზე დისკებისათვის საწმენდი ჯაგრისის აღმოჩენაც შეგიძლია. ასევე შეხვდები ტილოებს, ნაკაწრების ამომყვანებს, მანქანის შამპუნებსა და სხვა საჭირო პროდუქტებს მანქანის სისუფთავის შესანარჩუნებლად. 

 

არომატიზატორები მანქანისთვის

 

გარე და შიდა წმენდასთან ერთად, მანქანაში სასიამოვნო სურნელიც რომ შეინარჩუნო, არომატიზატორები გამოგადგება. ველიზე K2-სგან სხვადასხვა ტიპის არომატიზატორები დაგხვდება.

 

კარგი არჩევანია K2 Deocar არომატიზატორი მარწყვის არომატით. არომატიზატორი კარგად ანეიტრალებს ნებისმიერი ტიპის არასასიამოვნო სუნს და დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს სასიამოვნო სუნს მანქანაში. 

 

ასევე საინტერესო ვარიანტია K2 Evos Grace Gaia Perfume 50ML V062 ავტომობილის არომატიზატორი შავი მოცხარის, ვარდისა და პაჩულის არომატით. არომატიზატორი წარმოდგენილია ხის დაფის სახით და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს მდგრად, სასიამოვნო სურნელს.

 

K2-ის პროდუქციის აღმოჩენა და შერჩევა ველის ონლაინ თაროებზე შეგიძლია. შენთვის სასურველ პროდუქტს კი თბილისის მასშტაბით 3 საათში, უფასო მიწოდებით მიიღებ. 

 


- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და დაამატე კალათაში


- მიუთითე მისამართი, რომელზეც შეკვეთის მიღება გსურს


- აირჩიე რა დროს გინდა შეკვეთის მიღება


- აირჩიე გადახდის მეთოდი

 

ვებგვერდზე ანგარიშსწორება ფიზიკური პირებისთვის მხოლოდ ბარათითაა შესაძლებელი: Visa, Mastercard, American Express და ლიბერთის ტოპ|ქარდით.  ბიზნესისთვის შესაძლებელია როგორც ბარათით, ასევე საბანკი გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე.

ველიზე შეგიძლია, როგორც სრული თანხის გადახდა, ისე თანხის თვეებზე განაწილება სასურველი ბანკის თქვენზე მორგებული პირობებით

 

შეკვეთის გაფორმებისას მონიშნე მიწოდების სასურველი დრო, დეტალებს კი განთავსებისთანავე, პირად ანგარიშში მითითებულ მეილსა და მობილურის ნომერზე, შეტყობინების სახით მიიღებ. 

 

ჩვენი კურიერი 21:30 საათამდე შეძენილ პროდუქციას იმავე დღეს, შენ მიერ წინასწარ შერჩეულ დროსა და მისამართზე მოგიტანს, მაქსიმუმ 3 საათში. 

 

21:30 საათის შემდეგ შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს სასურველ დროს მიიღებ. 

 

როცა კურიერი შენკენ გამოემართება, შეგიძლია მის ადგილმდებარეობას თანადროულად დააკვირდე. 

 

რეგიონებში შერჩეულ ნივთს / ნივთებს 3-5 სამუშაო დღეში მიიღებ.

 

app-store.pngplay-store.png

Copyright © 2025 Veli.store, ყველა უფლება დაცულია.