მანქანის საქარე მინა უხვი ნალექისგან ან მზისგან შესაძლოა იოლად დაზიანდეს და ლაქები დაემჩნეს. იმისათვის, რომ საქარე მინის დაზიანება თავიდან აირიდო, ველიზე მანქანის ექსტერიერის აქსესუარებს & გადასაფარებლებს შეხვდები. შენთვის სასურველ ნივთს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ წერტილში მიტანის საფასურის გარეშე მიიღებ.
დამცავები და გადასაფარებლები შენი მანქანისათვის VELI.store-ზე
ველიზე გერმანული ბრენდის, Wolver-ის მზისგან დამცავების დიდი არჩევანი დაგხვდება, ბიუჯეტურ ფასად. შენთვის სასურველის არჩევა სხვადასხვა ფერისა და პრინტის მიხედვით შეგიძლია, მაგალითად, ნეიტრალურია ვერცხლისფერი მზისგან დამცავი მანქანისათვის. იმავე დიზაინის დამცავის აღმოჩენა შენი ავტომობილისათვის, ველიზე წითელ და ლურჯ ფერებში, ასევე, საქართველოს დროშის პრინტით შეგიძლია.
თუკი მზისგან დასაცავად აქსესუარს მანქანის სალონისთვის ეძებ, საქარე მინის მზისგან დამცავი სალონისთვის გამოგადგება. ინტერიერისათვის ასევე კარგი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს მზისგან დამცავი ქოლგა, რომელიც სპეციალურად ულტრაიისფერი სხივების და გადახურების თავიდან ასარიდებლად არის შექმნილი.
შეარჩიე ტენტი ავტომობილისათვის
მზის გარდა, ავტომობილისათვის უხვი ნალექიც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. უნივერსალური ფუნქციით მანქანის ტენტის გამოყენება შეგიძლია. კარგი არჩევანია Bottari-ის ავტომობილის ტენტი, რომელიც ავტომობილს წვიმისგან, ქარისაგან და მტვრისგან დაიცავს. ტენტის პოვნა ველიზე შენი ავტომობილის შესაბამისად, სხვადასხვა ზომებში შეგიძლია.
შენი მანქანისათვის და მოტოსთვის ველიზე სხვადასხვა აქსესუარსა თუ აუცილებელ ხელსაწყოს, კატეგორიაში ავტო & მოტო შეხვდები. გადახდის მოქნილი პირობები კი შეძენის პროცესს გაგიმარტივებს.
ავტომობილის აქსესუარების დიდი არჩევანი ონლაინ
საქარე მინის დამცავების გარდა, ველიზე ასევე შეგიძლია უამრავი საქარე მინის საწმენდი აღმოაჩინო. გამართული და ფუნქციური საქარე მინის მწმენდი უზრუნველყოფს, რომ ნალექიან ამინდში საჭის მართვისას, მხედველობის პირობები მაქსიმალურად კარგი იყოს.
დამატებითი უსაფრთხოებისათვის ველიზე საბურავების ჯაჭვების აღმოჩენა შეგიძლია. საბურავების ჯაჭვები მოცურების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა, რაც ნალექიან ამინდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მანქანის ინტერიერისა და ექსტერიერისათვის, ასევე ნათურები & LED განათება გამოგადგება. ველიზე როგორც ფარის ნათურებს, ასევე ინტერიერის LED აქსესუარებსა და გარე LED განათებას შეხვდები.
დაათვალიერე და შეარჩიე მანქანის ექსტერიერისა და სალონის აქსესუარები ველიზე ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და მიიღე შენაძენი თბილისსა და მის შემოგარენში 3 საათში, სრულიად უფასოდ.